გორის ავტომაგისტრალზე პოლიციის მანქანა ამოტრიალდა

გორის საავტომობილო მაგისტრალზე პოლიციის მანქანა ამოტრიალდა. შემთხვევა მდინარე ლიახვის ხიდზე გუშინ გვიან ღამით მოხდა.

ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ Qartli.ge-ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ჟურნალისტს რომელიც შემთხვევის ადგილთან ფოტო და ვიდეო მასალის გადასაღებად მივიდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ჟურნალისტის თქმით, ერთ-ერთმა პოლიციელმა მისთვის, მობილური ტელეფონის წართმევა სცადა. ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელების უფლება შიდა ქართლის შს სამმართველოს თანამშრომლებმა არ მისცეს.