დღეს ,,ბლექსი არენა” 6 ,,გრემის” მფლობელ ჯგუფ Black Eyed Peas-ს უმასპინძლებს

„ჩექ ინ ჯორჯიას“ (Check in Georgia) ფარგლებში, „ბლექ სი არენას“ მეოთხე სეზონს ამერიკული ჯგუფი „ბლექ აიდ ფისი“ (Black Eyed Peas) დღეს გახსნის. “ამ ტურისთვის ჩვენ რეპერტუარში არაერთი ახალი სიმღერა შევიტანეთ. მსმენელებისთვის ჰიტად და ჩვენი ჯგუფისთვის კლასიკად ქცეულ სიმღერებსაც შევასრულებთ” – ამბობენ ჯგუფის წევრები. 6 “გრემის” მფლობელი ამერიკული ჯგუფის ჩარტერი მსმენელის წინაშე “ბლექსი არენაზე” 21:00 საათზე წარდგებიან. მათ სასტუმრო „პარაგრაფში“ დღეს პრესკონფერენცია გამართეს. „შთამბეჭდავი გამოვიდა. ისინი ძალიან გახსნილები, ლაღები არიან და ჩვენ მათგან საუკეთესო შოუს უნდა ველოდოთ. პრესკონფერენციაზე დააანონსეს, როგორი მრავალფეროვანი და საინტერესო შოუ გველოდება“, – განაცხადა „ბლექ სი არენას“ დირექტორმა, ტატო ხარჩილავამ.