ვაშლიჯვარში ორი მანქანა დაიწვა

ვაშლიჯვარში ორი მანქანა დაიწვა.
ირკვევა, რომ ერთ-ერთი მანქანა აფეთქდა, რის შემდეგაც ხანძარი მეორე მანქანაზე გადავიდა.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.