ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულები ეკიპაჟის წევრები და სასტუმროს თანამშრომელია

ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილია ეკიპაჟის ორი წევრი და მათთან ერთად მყოფი სასტუმრო “რუმს ჰოტელ ყაზბეგის” ერთი თანამშრომელი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ექსპერტ-კრიმინალისტებმა ადგილზე უკვე დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები.

შემთხვევა ცოტახნის წინ მოხდა.