ვისთან ერთად იმყოფებოდა ბავშვი, რომელიც ტბაში დაიხრჩო (+ფოტო)

რუსთავის ცენტრალურ პარკში არსებულ ტბაში 11 წლის ბიჭი დაიხრჩო.

როგორც ტვ4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ბავშვი პარკში ოთხ მოზარდთან ერთად იმყოფებოდა, მათშორის ერთ-ერთი მისი ძმა იყო.
ბავშვი მეგობრებმა რამდენიმე წუთით დატოვეს, დაბრუნების შემდეკ კი ბიჭი ადგილზე არ დახვდათ.

ახალგაზრდებმა მაშველებს მიმართეს, რის შემდეგაც ბავშვის სამძებრო, სამუშაოები დაიწყო.
მაშველებმა 11 წლის ბიჭი რამდენიმე წუთში გარდაცვლილი იპოვნეს.