თბილისში ორი მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, კერძოდ დიდ დიღომში ორი მამაკაცი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს ჭრილობა სავარაუდოდ დანით აქვთ მიყენებული.

მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის-(ა) ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს, ორი ან მეტი პირის მიმართ.

დანაშაული 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.