ინტერნეტთაღლითობის ბრალდებით 1 პირი დაკავებულია

პირი, რომელიც ინტერნეტ თაღლითობით 8 000 ლარს დაეუფლა -დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ბრალდებულმა 2018 წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით, 20-მდე მომხმარებლის ყალბი ფეისბუქგვერდი შექმნა და მათ მეგობრებს კრისტალბეთის ანგარიშზე ფული ჩაარიცხინა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევ თაღლითობას ნიშნავს. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.