კოსტავას გამზირზე გარე განათებები ავარიულადაა გათიშული (+ფოტო)

ამ წუთებში რუსთავში, კოსტავას გამზირზე გარე განათებები ავარიულადაა გათიშული. როგორც TV4-ს რუსთავის მერიის ცხელ ხაზზე განუცხადეს, ნიკოლაძის 3 ნომერში არსებულ ქვესადგურს ცეცხლი გაუჩნდა, რამაც გარე განათების ავარიული გათიშვა გამოიწვია. ამ ეტაპზე უცნობია როდის აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება გარე განათების ბოძებში.