ლომბარდებს მომხმარებლის მიერ დაგირავებული ქონების გადაგირავება აეკრძალებათ

მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან ლომბარდებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება. რეგულაციის მიხედვით, მათ მომხმარებლის მიერ დაგირავებული ქონების გადაგირავება აეკრძალებათ.

ცვლილება „სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე კანონში“ შედის. ცვლილებით, თანახმად სესხის გამცემ სუბიექტს ანუ ამ შემთხვევაში, ლომბარდს ეკრძალება, მომხმარებლის მიერ დაგირავებული ქონება გადააგირაოს.

ეროვნული ბანკის განცხადებით, ლომბარდებს სესხის მისაღებად საკუთარი აქტივების დაგირავება შეეძლებათ.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2017 წლის მონაცემებით საქართველოში ლომბარდების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 405,8 მლნ ლარი შეადგინა, მათ შორის 64,7 პროცენტი ეროვნულ, ხოლო 35,3 პროცენტი უცხოურ ვალუტაში. 2018 წლის მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა.