მარნეული – მეღვინეობის აკვანი (+ფოტო)

მარნეული – მეღვინეობის აკვანი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დარგალმა “გადაჭრილ გორაზე” მიმდინარე შემაჯამებელი არქეოლოგიური სამუშაოები მოინახულა.

2014 წლიდან სოფელ შულავერში, გადაჭრილ გორაზე ექსპედიცია მიმდინარეობს. არქეოლოგიური გათხრების მხარდამჭერი საქართველოს მეღვინეობის სააგენტოა.

ყოველი წლის მაისსა და ივნისში ტორონტოდან მოწვეული არქეოლოგთა ჯგუფი ადგილზე გათხრებს ატარებს და ქართველ კოლეგებს უნიკალური ნიმუშების აღმოჩენაში ეხმარება. ტერიტორიაზე აღმოჩენილი ყურძნის წიფწები და თიხის ნატეხები ძველი წელთაღრიცხვის მე-8/მე-7 საუკუნით თარიღდება, რაც მეცნიერებს საშუალებას აძლევს დაასკვნან, რომ ეს ადგილი მეღვინეობის უძველესი კერაა მსოფლიოში.