მარნეულში უამინდობამ პრობლემები შექმნა

მარნეულში ძლიერმა ქარმა ცენტრალურ ქუჩაზე ხეები მოგლიჯა და რამდენიმე საათის განმავლობაში, მოძრაობა პარალიზებული იყო. რუსთაველის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა ასევე ელექტრო სადენებიც დააზიანა, რის შედეგადაც ადგილობრივების ნაწილს დენი 2 საათი არ მიეწოდებოდა.

სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. ცენტრალური გზაზე მოძრაობისა და დაზიანებული ელექტროსადენების აღსადგენად, ადგილზე მუშაობდნენ საპატრულო და სამაშველო ეკიპაჟები.