მესტიაში ორ ახალგაზრდა მამაკაცს კვლავ ეძებენ

მესტიაში ხიდიდან ავტომანქანით გადავარდნილ ორ ახალგაზრდა მამაკაცს კვლავ ეძებენ.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართული არიან მესტიის, ზუგდიდისა და ქუთაისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

შეგახსენებთ, 22 და 23 წლის მამაკაცები მსუბუქი ავტომობილით გადააგილდებოდნენ, რა დროსაც, ავტომობილი ბეჩოს ხიდიდან გადავარდა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.