მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესი გახანგრძლივდა

მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, სისტემური და სპორადული წესით მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესი 2020 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება.

მიწის რეგისტრაციის რეფორმის შედეგად გამარტივებული პროცედურების ამოქმედების შემდეგ, ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას მოქალაქეები სხვადასხვა მომსახურებით უფასოდ სარგებლობენ.

რეფორმის დაწყებიდან 2019 წლის მაისის მდგომარეობით უკვე რეგისტრირებულია 661 100-ზე მეტი მიწის ნაკვეთი. 86 400-ზე მეტ განცხადებაზე კი სარეგისტრაციო წარმოება მიმდინარეობს.