მრავალსულიან დევნილ ოჯახებს ახალაშენებულ კორპუსში ბინა გადასცეს

10 მრავალსულიან დევნილ ოჯახს ბათუმში,ახალაშენებულ კორპუსში ბინის გასაღები გადასცეს.ლეონიძის ქუჩაზე, ორი 16-სართულიანი კორპუსი აშენდა.ოჯახები აღნიშნულ ლოკაციაზე იცხოვრებენ. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ოთხოთახიანი ბინის გასაღები დღეს გადასცეს.

კორპუსები, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში აშენდა.

სამინისტროს ინფორმაციით, 154 ბინა 2019 წლის დასაწყისში გაანაწილა. დარჩენილ 10 ოთხოთახიან ბინაზე, დამატებითი განაცხადების მიღება გამოცხადდა და ისინი დევნილ ოჯახებს დღეს, 30 ივნისს გადაეცათ.

ამავე კორპუსებში საცხოვრებელი ფართები სოფელ წაბლანაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულმა 208 ეკომიგრანტმა ოჯახმაც მიიღო.