“ადგილობრივი ხელისუფლება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებისთვის სოფლის მეურნეობაში და სოფლად”- ამ სახელწოდებით ბოლნისის მუნიციპალიტეტში ორ დღიანი საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს.

ღონისძიება ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოფიციალურად გუშინ გახსნეს. ფორუმის მთავარი მიზანია ადგილობრივი ხელისუფლების პოტენციალის განსაზღვრა აგრობიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში.
მუნიციპალიტეტი საერთშორისო ფორუმს პირველად მასპინძლობს.

ფორუმის ფარგლებში მოწვეული სტუმრები ბოლნისის ტურისტულ და კულტურულ პოტენციალს გაეცნნენ.
აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ელიას მთაზე სხვადასხვა ჯიშის ვაზის ნერგებს დარგავენ.
ასევე მოხდება ადგილობრივი წარმოების ღვინის დეგუსატაციაც.