პროექტ “168”-ის დასრულებამდე 3 საათია დარჩენილი (+ფოტო)

დღეს იხურება პროექტი, რომელიც 1 კვირის წინ ხუთმა მხატვარმა წამოიწყო. ისინი ერთი იდეის გარშემო გაერთიანდნენ და რუსთავის ყოფილი ზოოპარკის გალიებში 168 საათი გაატარეს. რუსთავის მხატვართა გაერთიანება ,,გამას“ თავმჯდომარე პროექტის მიზანზე საუბრობს, ამ პროექტით ისინი ახალგაზრდა მხატვრებს მიანიშნებენ, რომ ხელოვნებას არ აქვს ჩარჩოები. დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე, ვოლიერებთან მისულ სტუმრებს, საშუალება ჰქონდათ ენახათ 1 კვირის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები. ტერიტორიაზე საპიკნიკე გარემოა შექმნილი და ისმის მუსიკა.