რუსთავს ახალი ილუსტრაცია შეემატა (+ფოტო)

რუსთავის რამდენიმე ქუჩაზე შენობის ფასადების მოხატვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ფიროსმანის ქუჩაზე დახატულ მამალსა და ყოფილი პროკურატურის შენობაზე ილუსტრირებულ სპილოს კიდევ ერთი ნამუშევარი შეემატა, ჭავჭავაძის ქუჩაზე დღეიდან ყურსასმენებიანი ფრინველი იქნება გამოსახული. „ქ. რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრსა“ და ქუჩის ხელოვნების მოძრაობა “ნიკო“-ს შორის პროექტის „გამო-ხატე“-ს ფარგლებში მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ქალაქში, რამდენიმე შენობის მოხატვას ითვალისწინებს.

გერმანელი მხატვარი და ილუსტრატორი ლიონ ფლაიშმანმა სხვადასხვა პროექტის ფარგლებში მსოფლოს უამრავ ქვეყანაში ათასობით ნახატი შექმნა. დღეს კი ის საქართველოშია და რუსთაველებისთვის ხატავს. მის ნამუშევრებში ძირითადად ექსპრესიული მულტიპლიკაციური პერსონაჟები, წარმოსახვითი ადამიანები, ცხოველები და მითიური არსებები იკვეთება. ფიროსმანის ქუჩაზე დახატულ მამალსა და ყოფილი პროკურატურის შენობაზე ილუსტრირებულ სპილოს კიდევ ერთი ნამუშევარი შეემატა, ჭავჭავაძის ქუჩაზე დღეიდან ყურსასმენებიანი ფრინველი იქნება გამოსახული.