რუსულმა ვერტმფრენმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიფრინა

რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია.

აღნიშნულს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ,
მათი განცხადებით, რუსულმა ვერტმფრენმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ფრენა განახორციელა და ქმედება არღვევს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს

„ნებისმიერი ასეთი ქმედება არღვევს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. საკითხი მწვავედ დგება როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, ისე ჟენევის ფორმატებში“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს სუს-ში.