სამი წლის ბავშვს ეძებენ

ზაჰესის დასახლებაში სამი წლის ბავშვი დაიკარგა.

ოჯახის ახლობელმა tv4-ის ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბავშვი ზაჰესის დასახლებიდან დაიკარგა, მისი თქმით, მცირეწლოვანს დილის 9 საათის შემდეგ ეძებენ.

ირკვევა, რომ ბავშვი ეზოში თამაშობდა და გაუჩინარდა.

სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცველები ჩაერთვნენ.