სამ თვეში ავარიით 116 ადამიანი დაიღუპა, 1779 კი დაშავდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკით, საქართველოს გზებზე, მხოლოდ სამ თვეში ავარიით 116 ადამიანი დაიღუპა, 1779 კი დაშავდა.

მიმდინარე წლის იანვრიდან, მარტის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით სულ 9 671 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა.
აქედან 1302-ზე გამოძიება სსკ 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

სამინისტროს ანალიტიკოსების დაკვირვებით, ავტოსაგზაო შემთხვევების ყველაზე დიდი წილი, მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევაზე მოდის. ამ მიზეზით, მხოლოდ სამ თვეში 75 საგზაო შემთხვევა მოხდა. სიჩქარის გადაჭარბება – 58 შემთხვევაში დაფიქსირდა, 54 ფაქტი დისტანციის დაუცველობის გამო, ხოლო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნის მიზეზით ავტოსაგზაო შემთხვევა 50- ჯერ მოხდა.