უნდა გვახსოვდეს რომ მშვიდობა აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის-ილია მეორე

უნდა გვახსოვდეს, რომ სიმშვიდე, მშვიდობა აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის, აუცილებელია ქვეყნისთვის. სიმშვიდე თუ არ იქნება, ვერაფერს მიაღწევს ადამიანი,- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

“გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის ხსენება ათონის მამების. ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროს, როცა ადამიანები არ არიან კმაყოფილი არსებული მდგომარეობით. თხოულობენ ახალ პირობებს და ეს პირობები არც ისე ადვილია მოიპოვო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ სიმშვიდე, მშვიდობა აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის, აუცილებელია ქვეყნისთვის. სიმშვიდე თუ არ იქნება, ვერაფერს ვერ მიაღწევს ადამიანი. ეს სიმშვიდე მოგცეთ ღმერთმა თქვენ და მთელ საქართველოს “,- იქადაგა პატრიარქმა.