ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნას რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ყაზბეგში ვერტმფრენი ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით ვერტმფრენი ერთ-ერთ სასტუმროს ეკუთვნოდა. ჯერჯერობით უცნობია, დაღუპულები ტურისტები არიან, თუ საქართველოს მოქალაქეები.

ვეტმფრენი დაუსახლებელ პუნქტში ჩამოვარდა.