ყვითელი მიკროავტობუსი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა (+ფოტო)

ავტოსაგზაო შემთხვევა პეკინის გამზირზე.

ყვითელი მიკროავტობუსი ფეხით მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა.

თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცმა არ გამოიყენა ზებრა გადასასვლელი და საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი,რომელმაც მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანა.