ცნობილი ფეხბურთელი ნეიმარი გაუპატიურებაში დაადანაშაულეს

ბრაზილიური მედიის ცნობით, ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი ნეიმარი გაუპატიურებაში დაადანაშაულეს.

ირკვევა, რომ ქალმა შესაბამისი განცხადება ბრაზილიის ქალაქის სანტუ-ამარუს პოლიციაში შეიატანა.

ქალის თქმით, საფრანგეთის დედაქალაქში ის ნეიმარის მიწვევით იმყოფებოდა, რომელიც ინსტაგრამში გაიცნო. ასევე მისი თქმით, ნეიმარმა ის პარიზში, 15 მაისს გააუპატიურა.