11 წლის ბიჭის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს

11 წლის ბიჭი, რომელიც რუსთავის ტბაში დაიხრჩო პროზექტურაში გადაასვენეს.

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე დავით გოგოძის განცხადებით, ბავშვი საავადმყოფოში დაახლოებით 18:00-საათზე შეიყვანეს. მისვე განცხადებით, 11 წლის ბიჭი საავადმყოფოში შიყვანისას გარდაცვლილი იყო.
გარდაცვალების მიზეზად გულის გაჩერება სახელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობადე თავის მიყვანას გულისხმობს.