14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის დღეა

14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის დღეა.
რუსთავის შშმ პირთა ცენტრში ამ დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება იმართება.

ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და მოწვეული სტუმრები ესწრებიან.
ბენეფიციარების მონაწილეობით სპეციალურად ამ დღისთვის სპექტაკლი დაიდგა, რომელსაც ცენტრის აღსაზრდელები სტუმრებს წარუდგენენ.