ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია თურქეთს სანქციებს დაუწესებს

ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება მიიღო იმ სანქციებზე, რომელსაც თურქეთს დაუწესებს რუსეთისგან რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების შესყიდვის გამო. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც ცნობილია, თურქეთმა პარასკევიდან დაიწყო რუსული რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექს „С-400“-ის კომპონენტების მიღება, რომელიც შეერთებული შტატების განცხადებით, საფრთხის ქვეშ აყენებს პენტაგონის ყველაზე ძვირადღირებულ პროგრამას გამანადგურებელ „F-35“-ს.
როგორც ცნობილია, ამერიკამ არაერთგზის გააფრთხილა თურქეთი, რომ ეკონომიკურ სანქციებთან მოუწევს გამკლავება, თუკი რუსეთისგან აღნიშნულ სისტემას შეიძენდა.