ახალგაზრდა გოგონა ხრამში გადაიჩეხა და გარდაიცვალა

ქედაში, სოფელ ვაიოში ახალგაზრდა გოგო ხრამში გადავარდა და გარდაიცვალა. როგორც ქედის მერიაში განაცხადეს, გოგონა ქედაში გურიიდან სტუმრად იმყოფებოდა, მათივე ინფორმაციით ახალგაზრდას სეირნობისას ფეხი დაუცდა და ხრამში გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.