დღეიდან შშმ პირთათვის გამოყოფილი საპარკინგე ადგილით სარგებლობაზე ჯარიმა გაიზარდა

დღეიდან შშმ პირთათვის გამოყოფილი საპარკინგე ადგილით არაუფლებამოსილი პირის სარგებლობაზე ჯარიმა გაიზარდა.
საპარკინგე ადგილზე არაუფლებამოსილი პირის პარკირება 10 ლარის ნაცვლად 50 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

ჯარიმების გადაუხდელობის შემთხვევაში, პირს 150-ლარიანი საურავი დაერიცხება. 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში კი, ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზება განხორციელდება.