ვაჟა-ფშაველას იუბილე ჩარგალში

დღეს ქართველი კლასიკოსის ლუკა რაზიკაშვილის იგივე ვაჟა-ფშაველას იუბულეს ჩარგალში აღნიშნავენ. ვაჟა-ფშველას დაბადების დღის აღსანიშნავად ჩარგალში სახელმწიფო პანტომიმის დასმა სპექტაკლი სტუმარ-მასპინძელი წარადგინა. გარდა ამისა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაზე შექმნილი მუსიკალური და თეატრალური დადგმები წარადგინეს ადგილობრივმა სახელოვნებო ჯგუფებმა.
ვაჟაობაზე,ახალგაზრდული მედიაკავშირის ორგანიზებით ასევე გაიმართა სპორტული შეჯიბრებები პარაოლიმპიური სპორტის სახეობებში, რომელშიც მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებისას დაშავებულმა ჯარისკაცებმა მიიღეს.