მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები 10 ივლისს დაიწყება

მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები 10 ივლისს პროფესიული უნარების გამოცდით დაიწყება და 21 ივლისს – ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოცდით დასრულდება.

პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველების რეგისტრაცია მაისში დაიწყო. ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ: მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს; პირებს, რომლებიც ფლობენ ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს, ასევე მათ, ვისაც აქვთ სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლება; მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მინიჭებული მასწავლებლობის უფლება.