მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე სამი აპლიკანტი გამოცდიდან მოიხსნა

მასწავლებელთა კომპეტენციის დამდასტურებელი გამოცდიდან სამი აპლიკანტი მოიხსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრი აქვეყნებს .

მათივე ცნობით, ორ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიზეზი დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობა გახდა, ხოლო მესამე შემთხვევაში არაფხიზელი მდგომარეობა.

ცენტრის ინფორმაციით, 10-11 ივლისს, სამივე სესიაზე მასწავლებელთა 81%-ზე მეტი გამოცხადდა. სულ იყო დაგვიანების ცხრა შემთხვევა.