მოსკოვის ცენტრში პოლიცია და რუსეთის გვარდიაა მობილიზებული

მოსკოვის ცენტრში, სადაც ოპოზიცია არასანქცირებული მიტინგის ჩატარებას აპირებს, პოლიციისა და რუსეთის გვარდიის ძალებია მობილიზებული.

„კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დირექტორის ივან ჟდანოვის განცახდებით, ის დააკავეს.
მანამდე კი ჩხრეკა ჩაუტარდა რამდენიმე ოპოზიციონერს.

დაკავებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ აქციის ჩასატარებლად შერჩეული ადგილიდანაც. მომიტინგეები აქციის ჩატარებას მოსკოვის მერიის მიმდებარე ტერიტორიასთან აპირებენ.

პოლიციელებმა ბარიერები აღმართეს და გადაკეტეს ფეხით სავალი ნაწილი ტვერის ქუჩაზე.

წყარო: radiotavisupleba.ge