ქობულეთში პარაშუტის პლაჟზე ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევის მიზეზად საფრენი აპარატის გაუმართაობას ასახელებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 275-ე მუხლით დაიწყო , რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობისა და უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.