,,პრეზიდენტს უფლება არ აქვს, რომ ჩაერიოს ასეთ საქმეში”-ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე ზურაბიშვილი პირველ კომენტარს აკეთებს

საქართველოს პრეზიდენტი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გამოძიების დასრულებამდე მას უფლება შეფასების უფლება არ აქვს. ქვეყნის მთავარსარდალი ფიქრობს,რომ მისი შეფასება უშუალო ჩარევად აღიქმება.

„ბრალდება წაეყენათ გუშინ თუ არ ვცდები, მე მესმის, რომ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები, თუნდაც, არასამთავრობოები ამაზე თავიანთ შეხედულებებს გააჟღერებენ. მე ვარ გათვითცნობიერებული იმ ინფორმაციებში, რაც ჯერჯერობით არის და მე ამას ვაკვირდები, ჩემი ანალიზებიც მაქვს, მაგრამ მე ვთვლი და ეს უნდა კარგად გაიგოთ, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება, ის კი არა კომპეტენცია, უფლება არ აქვს, რომ ჩაერიოს ასეთ საქმეში და გამოხატოს თავისი შეხედულება. სანამ პროკურატურა არის ჩართული, ან სანამ სასამართლო არის ჩართული, პრეზიდენტისგან ამაზე კომენტარის გაკეთება არის უშუალოდ ჩარევა,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “TBC ბანკის” საქმეზე პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წაუყენა. საგამოძიებო უწყების მათ ჯგუფურად უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.