რუსეთში ქართველ მორაგბეებს კონტრაქტი შეუწყვიტეს

რუსეთში მოასპარეზე ორ ქართველ მორაგბეს კონტრაქტი შეუწყვიტეს.

ერთ-ერთი მედიის ინფორმაციით, რუსეთის ჩემპიონატში მოასპარეზე “სლავამ” რეზი ბროძელი და საბა ილურიძე გუნდიდან გაუშვა. მორაგბეებმა ლელოს დადება თვალზე ხელაფარებულებმა აღნიშნეს, სავარაუდოდ სწორედ ეს გახდა მათი გუნდიდან გაშვების მიზეზი.

მორაგბეებმა ამ ფორმით საქართველოში 20 ივნისს განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს და სოლიდარობა გამოხატეს.