სასამართლო ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის, მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

პროკურატურა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ოქრუაშვილის ადვოკატის თქმით, ის მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებს.

ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა.

ირაკლი ოქრუაშვილი სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით არის დაკავებული, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.