ტერორისტის თავდასხმას 9 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანის ერთ-ერთ პროვინციაში, საავადმყოფოს შესასვლელთან თვითმკვლელმა თავი აიფეთქა, მანამდე კი პოლიციის შენობას დაესხა თავს.

დაღუპულია 9 ადამიანი, მათ შორის პოლიციელები არიან. დაიჭრა 30 ადამიანი.

პოლიციის განცხადებით, შეიარაღებული თავდამსხმელი პოლიციის შენობასთან მოტოციკლით გამოჩნდა, შენობის მიმართულებით გახსნა ცეცხლი და ორი პოლიციელი მოკლა.

ამის შემდეგ თვითმკვლელმა ქალმა საავადმყოფოს შესასვლელში ააფეთქა ბომბი, რასაც 3 მოქალაქე და კიდევ 4 პოლიციელი ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბებმა აიღეს.