ტოჩინოშინი მეოთხედ დამარცხდა

ტოჩინოშინის მორიგი დამარცხება. 10 ივლისს ნაგოია ბაშოზე მეოთხე საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ტოჩინოშინმა მორიგი მარცხი იწვნია.ეს ტურნირზე ლევან გორგაძის ზედიზედ მეოთხე მარცხია.

ტოჩინოშინი მაეგაშირა დაიეიშოს შეხვდა და ოშიდაშის ილეთით წააგო.ქართველი მებრძოლი, რომელსაც მუხლის მძიმე დაზიანება აქვს და თან ტურნირის წინ მხრის კუნთი გაიწყვიტა უმძიმეს სიტუაციაშია. მისი ფორმის გათვალისწინებით დადებითი ბალანსის დაფიქსირება ძალიან გაუჭირდება და შემდეგ ბაშოზე ოძეკის ტიტული დასაცავი ექნება