უხვი ნალექის გამო, მამისონის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ147-კმ149 მონაკვეთზე უხვი ნალექების შედეგად, ჩამოსულია მიწა-კლდის შვავები, რის გამოც, მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.