ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

რუსთავის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, ქურდული წევრობისთვის დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატომრობა შეეფარდათ. მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა, შუამდგომლობა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ, არცერთ მსჯავრდებულს არ დაუკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რამდენიმეთვიანი ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მთელი საქართველოს მასშტაბით, ქურდული სამყაროს 10 წევრი დააკავეს, რომელთა აღკვეთის ღონისძიების შესახებ სხდომა რუსთავის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა.