ავღანეთში მძიმედ დაშავებულ ქართველ სამხედროს პრემიერ-მინისტრმა სახლი გადასცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთდ, ავღანეთში მიმდინარე ,,მტკიცე მხარდაჭრის“ მისიაში მონაწილეობის დროს მძიმედ დაშავებულ ქართველ სამხედროს ბინა გადასცა .
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის უფროსმა ლეიტენანტმა სხეულის მძიმე დაზიანება 2017 წლის 6 სექტემბერს ჩრდილო ავღანეთში ,, მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულებისას, თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად მიიღო. უფროსი ლეიტენანტი ივერი ბუაძე, რომელიც აშშ-სა და გერმანიაში მკურნალობის შემდეგ საქართველოსი დაბრუნდა, თბილისში, სამხედრო ქალაქში იცხოვრებს და საქართველოს თავდაცვის ძალებში იმსახურებს. ასევე პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გმირი ქართველი სამხედროები სკოლებსა და უნივერსიტეტებში ახალგაზრდებთან შეხვედრებს გამართავენ.