პატრიარქის ნათლული კიდევ 560 ბავშვი გახდა

სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 59-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 560 ბავშვი გახდა.- ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს .
ნათლობის დასრულების შემდეგ, ნათლულები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ პირადად დალოცა.

პირველი საყოველთაო ნათლობა სამების ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. დღეისთვის სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქს 39000-ზე მეტი ნათლული ჰყავს.