გარდაბანში სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად აუქციონი გამოცხადდა

გარდაბანში სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად აუქციონი გამოცხადდა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ სააკაძის მიმდებარედ, „სააკაძის“ კონგლომერატის 20-წლიანი მოპოვების ლიცენზიის გასაცემად წიაღის ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა.

აუქციონის პირობების მიხედვით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებითი სამუშაოები თანამედროვე სტანდარტებისა და მეთოდიკის შესაბამისად მკაცრი გარემოსდაცვითი მოთხოვნების გათვალისწინებით უნდა ჩატარდეს. კონგლომერატი დანალექი ქანია და შეცემენტებულ ქვარგვალებს წარმოადგენს, რომლის სიდიდე 1-10 სმ-ია. წიაღისეულს აქტიურად საშენ მასალებში იყენებენ.