გარდაბის მუნიციპალიტეში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 5 კი დაშავდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 5 კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით , აღმართზე მიმავალი სატვირთო ამწე დაგორდა და უკან მიმავალ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, რომელიც უკან მდგარ მსუბუქ ავტომობილებს დაეჯახა . დაზიანებულია 8 ავტომობილი .

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტარნსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.