დავით გარეჯში უდაბნოს ტაძრებიდან აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ყველა ხატი გამოიტანეს

დავით გარეჯის გიდის ინფორმაციით , უდაბნოს ტაძრებიდან აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ყველა ხატი გამოიტანეს.

გიდის  განცხადებით  ,  მომხდარის გამო ადგილობრივ მოსახლეობას და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის სიტუაცია დაიძაბა, რის გამოც ადგილზე ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ჩავიდნენ.

არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქართული სიწმინდეები ტაძრებიდან 4 დღის წინ გამოიტანეს და ქართველ სასულიერო პირებს იმ მიზეზით გადასცეს , რომ ტაძრები მათ ტერიტორიაზე მდებარეობს. 
აღნიშნული ვითარების  საპროტესტოდ  გიდები დღეს დავით გარეჯში ჩასვლას გეგმავენ.