თუშეთში, სადაც სატვირთო მანქანა ხევში გადავარდა, დაშავებულები ამოჰყავთ

თუშეთში, სადაც სატვირთო ავტომობილი “კამაზი”  ხევში გადავარდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების 2 ეკიპაჟი მუშაობს.
ამ წუთებში, მიმდინარეობს დაშავებულების ამოყვანა. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის ჯგუფები.

შეგახსენებთ, თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტახნის წინ მოხდა. მგზავრებით დატვირთული სატვირთო ავტომობილი სიმაღლიდან ხევში გადავარდა. პირველადი ინფორმაციით, 5-მა მათგანმა ავტომობილიდან გადმოხტომა მოასწრო. სავარაუდოდ 7 ადამიანი კი ავტომობილთან ერთად ხევში გადავარდა.