ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს

ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი სამართალდამცველებმა რამდენიმე წუთის წინ აიყვანეს.

ოქრუაშვილი 225-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. საქმე ეხება 20-21 ივნისის მოვლენებს.

ინფორმაციას შსს-ში არ ადასტურებენ. შსს-ში განაცხადეს, უწყებაში 20:00 საათზე ბრიფინგია ჩანიშნული.