მეგობრობის გამზირზე 2 სახანძრო ეკიპაჟია მობილიზებული (+ფოტო)

მეგობრობის გამზირის 2 ნომერში სახანძრო-სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟებია მობილიზებული. აგრეთვე, ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

როგორც ტვ4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება,საცხოვრებელ სახლში ცეცხლი საყოფაცხოვრებო ტექნიკას გაუჩნდა . ხანძრის ლოკალიზებისთვის საცხოვრებელი სახლის კარის შემტვრევა გახდა საჭირო.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.