მიწისძვრა საქართველოში

საჩხერეში, სოფელ მოხვასთან მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ​​ადგილობრივი დროით 18:50 წუთზე 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ფიქსირდება.
​მათივე ცნობით, შემთხვევას ნგრევა არ მოჰყოლია.